ვაზიანის პოლიგონზე 43-ე ბატალიონის ოცეულის დონისსწავლება დასრულდა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოს თავდაცვის ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის 43-ექვეითმა ბატალიონმა დღის და ღამის პირობებში ოცეულის დონის სიტუაციური საველე სწავლება განახორციელა. წვრთნები ვაზიანის პოლიგონზე საბრძოლო სროლებით დასრულდა. სწავლება დასახლებულ და დაუსახლებელ ტერიტორიაზე ჩატარდა. პირველ ეტაპზე, ბატალიონმა 50 კილომეტრიანი ტაქტიკური მარში განახორციელა დათავმოყრის რაიონი დაიკავა.
სწავლების შემდეგ ეტაპზე კი, ქვედანაყოფებმა განახორციელეს თავდაცვითი ოპერაციები საბრძოლო სროლებით, სადაც მოხდა პირდაპირი და არაპირდაპირიცეცხლის ინტეგრირება, საინჟინრო და სადაზვერვო ჯგუფების მხარდაჭერით. სამხედრო მოსამსახურეებმა დაშავებულის ევაკუაციაც განახორციელეს.
წვრთნების მიზანს ქვედანაყოფში საბრძოლო მზადყოფნისამაღლება, საბრძოლო ელემენტების ურთიერთშერწყმა დაკოორდინირებული მოქმედებების დახვეწა წარმოადგენდა.